Thursday, January 19, 2012

    შეგნებულად არ ვახსენე წინა პოსტში რაიმე ჩემს მეგობრებზე, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ამიტომაც მინდოდა ცალკე მესაუბრა ამაზე და მთლიანი პოტსი ჩემი მეგობრების შესახებ ყოფილიყო. ბევრი რომ არ გავაგძელო დავიწყებ, რომ მყავს ორი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ორივე ვერ იქნება ჩემთვის ერთი. ავხსნი რატომ.. ორივე ადამიანი რადიკალურად განსხვავებული ადამიანია,მაგრამ ნინი უფრო მგავს ხასიათებით,შესაბამისად ნინის უფრო ესმის ჩემი და მეც მიადვილდება მასთან ლაპარაკი. არ არსებობს საკითხი, მოვლენა რომელსაც მასთან არ განვიხილავ, რა თქმა უნდა რაც მე შემეხება. 
    ნინი დედის მაგივრობასაც მიწევს- მარიგებს ისე როგორც შეუძლია რომ დამარიგოს დედამ. სითბოს ვგრძნობ დედმამიშვილურს. მასთან მარტო ყოფნა და ლაპარაკი ყველაფერს მირჩევნია. მაგრამ დრო მალე გადის და დაუკმაყოფილების გრძნობა გვიჩნდება. ნინიზე საუბარი რომ გავაგრძელო ვერ მოვრჩები. ეს ადამიანი   ჩემი განუყრელი არსებაა ამიტომ კიდევ ბევრ პოსტში წაიკითხავთ მის სახელს. 
      რაც შეეხება ლიკას, ის ჩემი კლასელია, შესაბამისად პირველი კლასიდან ვიცნობ,მაგრამ მეგობრობა თავიდანვე არ გამოგვივიდა. 5-6 კლასში რომ ვიყავით მაშინ დავახლოვდით კარგად, მაგრამ ახლაც მიკვირს, როგორ გვესმის ცოტათი მაინც ერთმანეთის, როცა არცერთი თვისება არ გვაქვს მსგავსი.ამიტომ ყოველთვის ვკამათობთ. მე ვცდილობ ჩემი სითბო ვაგრძნობინო, ლიკას კიდე არ შეუძლია ამის გადმოცემა, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ. ხშირად მისი ლაპარაკი მეუხეშება,სულ გულში ვიტოვებ და როცა მიგროვდება ცუდად ვხდები და  ერთი გამოსავალი რჩება, ვცდილობ დაველაპარაკო და ავუხსნა რა არ მომწონს და რა მტკენს გულს. ხშირი პასუხია გეჩვენება, ცდები, მაგრამ ვიცი რომ ცოტათი ნანობს. მალე მავიწყდება წყენა და ისევ ისე ვაგრძელებთ ურთიერთობას. სამწუხაროდ დიდხანს არ გრძელდება კარგი ურთიერთობა:( 
    ორივე მახსოვს ყოველთვის და ვცდილობ არცერთს ვატკინო გული, ვაგრძნობინო ჩემი სიყვარული, სითბო, გავუგო და გავუზიარო გამოცდილება. 

No comments:

Post a Comment