Wednesday, January 18, 2012


       ჩემს კარგად გასაცნობად, პირველ პოსტს დავუთმობ ჩემს თავზე საუბარს. ძირითადი მიზანი სწორედ ესაა,რომ მსურს გაგაცნოთ ჩემი თავი, როგორიც სინამდვილეში ვარ, შესაბამისად ჩემი მოსაზრებები და ფიქრებიც. ვარ ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი, მაგრამ ცოტა რთული ხასიათების მქონე. აქედან გამომდინარე ჩემი გაგებაც ერთეულებს შეუძლიათ. ძალიან თბილი, კეთილი და ყურადღებიანი ვარ, თუ ადამიანებისგან იგივეს ვგრძნობ. ჩემს ხასიათში ბევრ კარგ თვისებას აღმოაჩენთ, მაგრამ კარგის გარდა რამდენიმე ცუდიც მომეპოვება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფარავს ჩემს კარგს. ადამიანებს მალე ვუახლოვდები, ადვილად ვენდობი და ჩემი დაუფიქრებლობით, ხშირ შემთხვევაში გულნატკენი ვრჩები. ვარ ადამიანი რომელსაც ყველაფერი გულთან მიაქვს და შემიძლია ამის გამო დეპრესიაც დავიმართო. ძალიან ფიცხი ვარ მაგრამ ისე მალე მავიწყდება წყენა და ისეთი კეთილი და მოსიყვარულე ვხდები თითქოს პირიქით მე ვატკინე ვინმეს გული.  ყველა შემთხვევაში ვრჩები გულნატკენი, გინდა მე ვატკინო, გინდა მე მატკინონ. ჯიუტი ადამიანიც ვარ და მიყვარს ჩემი ნათქვამის გატანა. მაგრამ ჩემი დაყოლიებაც ძალიან ადვილია, თუ კარგად მიცნობ და იცი ჩემი ხასიათი. ჩემს თავს ყოველთვის ვცდი ყველა სფეროში. თავიდან დიდი მონდომებით ვიწყებ ყველაფერს შესაბამისად ყველაფერი არაჩვეულებრივად გამომდის, მაგრამ მალე მბეზრდება და ყოველთვის ვეძებ რაღაც ახალს და ახალი თავგადასავალიც იწყება. ყველაზე დიდი თავგადასავალი ჯერ წინაა.     ჩემი ხასიათების ძირითადს გაეცანით. თუ რამე გამომრჩა ვეცდები მომდევნო პოსტებით მაინც დაინახოთ როგორი ადამიანის აზრებს კითხულობთ:))

No comments:

Post a Comment